logo
ENG



რუსეთის თავდაცვაში აღიარეს, რომ უკრაინაში ახალწვეულთა ყოფნის "რამდენიმე ფაქტი" დაფიქსირდა

09 მარ 202218:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/09/jvdu9oat9nohmc2.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ უკრაინაში ახალწვეულთა ყოფნის "რამდენიმე ფაქტი" გამოვლინდა. მათივე თქმით, თითქმის ყველა მათგანი რუსეთში დააბრუნეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკომ განაცხადა.

"სამწუხაროდ, ახალწვეულთა ყოფნის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებში, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციაში. თითქმის ყველა ასეთი სამხედრო მოსამსახურე უკვე გაყვანილია რუსეთის ტერიტორიაზე", - თქვა კონაშენკოვმა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვრცელდებოდა არაერთი ინფორმაცია, რომ რუსეთმა ომში ახალწვეულები გააგზავნა, რასაც ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლება უარყოფდა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირობაც კი დადო, რომ ახალწვეულებს არ გაუშვებდნენ.


close დახურვა